ვიდეოსესიები V-VI კლასის ქართული ენის მასწავლებლებისთვის

მეცხრე და მეათე სესიები უცხო ტექსტების გაგება-გააზრებაზე ორიენტირებულ ეფექტურ აქტივობებსა და საკვანძო სტრატეგიებს  ეხებოდა. სესიაზე შემოთავაზებული სტრადეგიები და აქტივობები ძალიან დაგვეხმარება, რომ  უცხო ტექსტები მოსწავლეებმა უფრო კარგად გაიგონ და გაიაზრონ.


მერვე სესია დიაგოსტიკურ ტესტირებას ეხებოდა. თუ რა ეტაპებს მოიცავს ტესტის ჩატარება. თითოეული პედაგოგი თავიანთ კლასში ჩაატარებს ტესტირებასა  და დაამუშავებს შედეგებს.

მეშვიდე სესიაზე პედაგოგები გაეცნენ მრავალფეროვან მეთოდებსა და აქტივობებს, რომლებიც დაეხმარებათ, რომ მოსწავლეებმა უკეთესად გაიაზრონ საინფორმაციო ხასიათის ტექსტი. სესიის მანძილზე მიცემული სამუშაოები და ქვიზიც ხალისით შეასრულეს.


მეექვსე სესიაზე წაკითხულის გაგება-გააზრების მეთოდები იყო განხილული. სესიაზე შემოთავაზებული მეთოდები მასწავლებლებს ძალიან დაეხმარებათ, რომ მოსწავლეებს ტექსტი უკეთესად გააზრებინონ.


  მეხუთე სესია ისევ ლექსიკური მარაგის გამდიდრების ეფექტური მეთოდების გაცნობას ეხებოდა. კიდე ბევრი საინტერესო მეთოდი და სქემა იყო შემოთავაზებული.



     ლექსიკური მარაგის გამდიდრება ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ქართული ენის გაკვეთილებზე. ცნობილია, რომ რაც უფრო მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვს მოსწავლეს, მით უფრო სწარაფად და ეფექტურად იაზრებს იგი წაკითხულ ტექსტს. მასწავლებელმა სიტყვების ათვისებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი აქტივობები უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს.
  მეოთხე სესიაზე სწორედ ასეთ ეფექტურ მეთოდებს გაეცნენ ჩემი კოლეგები.ასევე ნახეს როგორ ამუშავებს მასწავლებელი მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე, როგორ განიხილავენ სხვადასხვა სიტყვასა და უღრმავდებიან მათ მნიშვნელობებს.ასევე გაეცნენ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობის სხვადასხვა სქემას.



  მესამე სესიაზე გავეცანით  მკითხველთა თეატრსა და მოსწავლის წაკითხულის აუდიო-ჩანაწერს. პეადაგოგების ნაწილს მკითხველთა თეატრის ჩატარების  ძალიან დიდი გამოცდილება აღმოაჩნდათ. ძალიან მოსწონთ და კითხვის უნარის განვითარებისთვის  ძალიან ეფექტურად მიაჩნიათ. რაც შეეხება მოსწავლის აუდიო-ჩანაწერს, მეთოდი  ძალიან მოეწონათ და აპირებენ, რომ  საგაკვეთილო პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენონ.




      მეორე სესიაც ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი იყო. კოლეგებს განმეორებითი კითხვისა და ურთიერთწაკითხვის მეთოდები ძალიან მოეწონათ. აპირებენ საკუთარ პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენონ, მაგრამ ცუდია, რომ განმეორებით კითხვის აღრიცხვის ფურცლებისთვის ხელი არ მიგვიწვდება. იქნებ როგორმე ვინმემ გამომიგზავნოს, რომ კოლეგებს დროულად მივაწოდო.














 დღეს პირველი სესია ჩავატარეთ. სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა. პედაგოგებს ძალიან მოეწონათ მეთოდები და რესურსები, რომლებსაც დაწყებითი განათლების პროექტი გვთავაზობს. ჩემი კოლეგები მოუთმენლად ელიან შემდგომ სესიებს.