27 ნოემბერს ჩავატარე მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების პირველი სამუშაო შეხვედრა. ამ შეხვედრის აქტივობა გახლდათ მონაცემთა ანალიზი. მონაცემები წარმოადგინეს მეორე კლასის პედაგოგებმა ირმა გვენეტაძემ, ირინე კახიძემ და ლელა სვანიძემ. ასევე მეხუთე კლასის მასწავლებელმა ეკა დევიძემ და მეექვსე კლასის მასწავლებელმა ხათუნა ჯანელიძემ. მეორე კლასის პედაგოგებს წარმოდგენილი ჰქონდათ დიაგნოსტიკური ტესტი ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ხოლო მეხუთე და მეექვსე კლასის მასწავლებლებს განმეორებითი კითხვის აქტივობის სტატისტიკური მონაცემები. განვიხილეთ შედეგები და წარმოდგენილი მონაცემების გათვალისწინებით ჯგუფის წვრებმა პედაგოგებს მისცეს რამდენიმე რეკომენდაცია, რაც განმეორებითი ტესტის დროს შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.