მიმდინარე სიახლეები



2017-01-24 / G-PriEd-ის წარმომადგენელთა სასწავლო ტური ფინეთში


2017 წლის 23-დან 28 იანვრამდე საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) კითხვისა და მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელები, პაატა პაპავა და გია ნოზაძე ფინეთის ქალაქ ტურკუში გამართულ სასწავლო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.


რა უნდა გააკეთოს სკოლამ იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც პრობლემები აქვთ კითხვასა და მათემატიკაში, ანუ სწავლისათვის საჭირო ფუნდამენტურ უნარებში?

როგორ ვიმუშაოთ იმ მოსწავლეებთან, რომელთა დიაგნოსტიკური შეფასებაც არასასურველ სურათს გვიჩვენებს?

მოსწავლეზე ორიენტირებული, დიფერენცირებული მიდგომის განხორციელების პროცესში ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.

ფინეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ეფექტური მუშაობის კუთხით. შესაბამისად, სასწავლო ტური განხორციელდა ამ ქვეყანაში.
ტურის მიზანია იმ მიდგომების, სტრატეგიებისა და რესურსების გაცნობა, რომლებსაც ფინეთის სკოლები იყენებენ დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეებთან სამუშაოდ. გაიმართება სასკოლო და საუნივერსიტეტო ვიზიტები, შეხვედრები და საუბრები ძირითად და დამხმარე მასწავლებლებთან, სპეციალური განათლების მუშაკებთან, უნივერსიტეტების პროფესორებთან და სხვ.

სასკოლო ვიზიტების ფარგლებში ჯიპრაიდის წარმომადგენლები:


- დააკვირდებიან მთელ კლასთან, მოსწავლეთა მცირე ჯგუფებთან და ცალკეულ მოსწავლეებთან განხორციელებულ აქტივობებს;
- გაეცნობიან სკრინინგისა და პროგრესის მონიტორინგის ინსტრუმენტებს, სპეციალური განათლების პროცესში გამოყენებულ სასწავლო მასალას;
- ფინელ კოლეგებთან ერთად მიმოიხილავენ მშობელთა ინფორმირებისა და გააქტიურების საშუალებებს;
- იმსჯელებენ მსგავსი მსგავსი მოდელის დანერგვისათვის საჭირო ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებზე, სკოლის კულტურაში შესატან ცვლილებებსა და საჭიროებებზე.


სასწავლო ტურის დასრულების შემდეგ G-PriEd-ი გეგმავს კონცეპტუალური ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის პილოტირებას საქართველოს სკოლებში.


2016-03-15 / G-PriEd-ის ონლაინ სასწავლო პროექტები

2016-06-03 / G-PriEd-ის სასწავლო პროექტი


საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) გთავაზობთ მეორე ონლაინ სასწავლო პროექტს „ექსკურსიები და ლაშქრობები“.

სასწავლო წლის დასასრული დატვირთულია სასკოლო სივრცის გარეთ ჩატარებული აქტივობებით. G-PriEd-ის მეორე პროექტი დიდ დახმარებას გაგიწევთ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების სასწავლო და აღმზრდელობითი მხარეების გაძლიერებაში.

„ქაღალდის“ მსგავსად, მოცემული პროექტის აქტივობებიც არის სახალისო, შემეცნებითი, მრავალფეროვანი და ინტეგრირებული (წიგნიერება, მათემატიკა, ბიზნესის დაგეგმვა, ბუნებასთან ურთიერთობა, ეკოლოგიური ცნობიერება).


აქტივობების ნაწილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ექსკურსიაზე წასვლამდეც, დაგეგმვის დროს.

შეარჩიეთ აქტივობები მოსწავლეებთან ერთად და გაამდიდრეთ ექსკურსიები საინტერესო ელემენტებით.

მოცემულ ბმულზე ატვირთულია თემატური პაკეტი, რომელიც შედგება დასამუშავებელი ტექსტებისა და სარეკომენდაციო აქტივობებისაგან.
გადადით ამ ბმულზე და გაწევრიანდით G-PriEd-ის სასწავლო პროექტების ჯგუფში
https://www.facebook.com/groups/gpriedlearningprojects/

გისურვებთ წარმატებას!





 G-PriEd-ის ონლაინ სასწავლო პროექტები

ძვირფასო მასწავლებლებო,

გთავაზობთ G-PriEd-ის კიდევ ერთ საგანმანათლებლო ინიციატივაში ჩართვას. ეს არის ონლაინ სასწავლო პროექტების ციკლი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის დაწყებით საფეხურზე ინტეგრირებული სასწავლო პროექტების დანერგვას. 
პრიორიტეტული სამიზნე მიმართულებები: კითხვა, წერა, მათემატიკა, ბიზნესის უნარ-ჩვევები, მშობელთა ჩართულობა, სამოქალაქო განათლება.
სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები.
თემატური ერთეულის პაკეტის შედგენილობა: 
◘ დასამუშავებელი ტექსტები მოსწავლეებისთვის
◘ სარეკომენდაციო აქტივობების კრებული
◘ დამატებითი რესურსები (ვიდეოლინკი, ელ-წიგნი, სხვ.)
ნამუშევრების გამოქვეყნება: მონაწილე მასწავლებლებს შეეძლებათ სასწავლო პროექტების ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ფოტო/ვიდეომასალა გამოაქვეყნონ:
ა) google drive-ის ლინკის გამოყენებით სპეციალურად მათთვის შექმნილ საქაღალდეებში, რომლებიც იტევს დიდი მოცულობის ფაილებს; 
ბ) პროექტის ფეისბუქის ჯგუფში.
მასწავლებლებს შეუძლიათ G-PriEd-ის მიერ ამ ჯგუფში ატვირთული ტექსტებისა და აქტივობების ადაპტირება/დამატება/ჩანაცვლება თავიანთი მოსწავლეების ასაკის, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
სასწავლო პროექტებში ჩართვა და მონაწილეობის ინტენსივობა ნებაყოფლობითია.

ჩვენი პირველი სასწავლო პროექტის სახელწოდებაა "ქაღალდი". 
სასწავლო პროექტის მასალა შეგიძლიათ იხილოთ: 





ა) ბმულზე: https://drive.google.com/folderview?id=0Bwk8Qu1Q3tFiRG56Z1pMLWV2dDQ&usp=sharing

ბ) პროექტის facebook ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/gpriedlearningprojects/files/

facebook ჯგუფი: G-PriEd-ის სასწავლო პროექტები
https://www.facebook.com/groups/gpriedlearningprojects/

გისურვებთ წარმატებებს!


2016-03-15 / მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის ფასილიტატორებთან შეხვედრის ვიდეო ჩანაწერები