სსიპ ქალაქ ქუთაისის #31 საჯარო სკოლაში, 27 ივნისს, ჩატარდა შემაჯამებელი ტესტირება კითხვასა და მათემატიკაში. წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობის დროებით დასრულებას გილოცავთ, კოლეგებო!
ჩვენი სკოლის „ჯიპრაიდელების“ სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელებს, ტრენერებსა და თითოეულ პედაგოგს, რომელთაც წვლილი მიუძღვით ამ შესანიშნავი პროექტის წარმატებით განხორციელებაში.