ვიდეოსესიები I-IV კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის

მეათე და მეთერთმერე სესიები ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობას ეხებოდა. წარმოდგენილი იყო ბევრი მეთოდი და სტრადეგია, რომელთა  გამოყენებითაც ძალიან ეფექტური იქნება მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობა.


მეცხრე სესია კითხვის დიაგნოსტიკური ტესტირების  მომზადებასა და ჩატარებას ეხებოდა. ამ ტესტურებების ჩატარება და მათი შედეგები თითოეული მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შედეგების მიხედვით დაგეგმონ შემდეგი მუშაობა.



 მეშვიდე და მერვე სესიები გაწაფული კთხვის მეთოდებს ეხებოდა. პედაგოგები გაეცნენ მრავალფეროვან მეთოდსა და აქტივობას, რომელც მოსწავლეებს გაწაფული კითხვის დაუფლებაში, ხოლო მასწავლებლებს უკეთესი შედეგის მიღწევაში დაეხმარებათ.



მეექვსე სესიაზე გავეცანით მრავალფეროვან და ძალიან ეფექტურ მეთოდებს, რომელიც კითხვის დაბალნსებულად სწავლებისთვის აუცილებელია. აღნიშნული მეთოდები ძალიან დაეხმარებათ როგორც პირველი კლასის მასწავლებლებს, ასევე დანარჩენი კლასების მასწავლებლებს.



მეხუთე სესიაზე სიტყვის წაკითხვის ძალიან ეფექტურ სხვადასხვა მეთოდს გავეცანით. ვნახეთ პრაქტიკული მაგალითები,თუ როგორ იყენებენ აღნიშნულ მეთოდებს მასწავლებლები საკლასო ოთახში. გავეცანით როგორც ქართულენოვან სკოლებში ჩატარებულ გაკვეთილებს, ასევე იმ კლასში, ვისთვისაც ქართული ენა არის მეორე ენა. 



მეოთხე სესიაზე გავეცანით კითხვის სწავლების ისეთ ეფექტურ მეთოდებს, როგორიცაა ერთობლივი კითხვა და ერთობლივი წერა. გავიაზრეთ ამ მეთოდების მნიშვნელობდა ეფექტურობა. სესიაზე წარმოდგენილ პრაქტიკულ რჩევებს მე და ჩემი კოლეგები აქტიურად გამოვიყენებთ ერთობლივი კითხვის აქტივობისათვის.სესიაზე ნაჩვენები კონკრეტული საგაკვეთილო სიტუაციები და სტრატეგიებიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. 



მესამე სესიაზე  გავეცანით სავარჯიშოებს, რომლებიც ხელს უწყობს ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებას. ძალიან მრავალფეროვანი აქტივობები იყო შემოთავაზებული და ძალიან დაგვეხმარება საგაკვეთილო პროცესში.







     ყოველი მომდევნო სესია მეტად დატვირთული და ნაყოფიერია. დღეს კითხვისა და წერის დაბალანსებულ მეთოდსა და მის ერთ-ერთ აქტივობას -- მასწავლებელი კალამი-  გავეცანიღ.
პედაგოგებს ძალიან მოეწონათ აღნიშნული მეთოდი. დავალებისთვის მზადება სესიის დასრულებისთანავე დავიწყეთ. პირველი-მეორე კლასის მასწავლებლები დავწყვილდით მესამე-მეოთხე კლასის პედაგოგებთან, რათა ერთად დავგეგმოთ გაკვეთილი და დავესწროთ ერთმანეთს.












   პირველი სესიით კმაყოფილი ვართ მე და ჩემი კოლეგები. სესიის მსვლელობისას მოცემული დავალება დიდი ინტერესითა და მონდომებით შევასრულეთ. ჩემს კოლეგებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და ამიტომაც დავალების პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა.
   ვწუხვარ იმის გამო, რომ ერთმა პედაგოგმა რეგისტრაცია ვერ გაიარა, თუმცა სესიის მსვლეობაში აქტიურად იყო ჩართული. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება და შემდეგ სესიებში უპრობლემოდ გაივლის რეგისტრაციას.