მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა - ერთობლივი გაკვეთილი

10 მარტს ჩავატარე  ფასილიტაციის შეხვედრა, რომლის თემა გახლდათ ერთობლივი გაკვეთილი.  ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას ესწრებოდა G-Pried- ის კითხვის მიმართულების ტრენერი ქალბატონი ინგა შველძე. ერთობლივად დაგეგმილი და ჩატრებული გაკვეთილები წარმოადგინეს, პირველი და მეორე კლასის მასწავლებლებმა: მელანო სვანაძემ, ქეთევან ცომაიამ, ნარგიზა მჟავანაძემ, ირმა გვენეტაძემ, ლელა სვანიძემ და ირინე კახიძემ. მესამე და მეოთხე კლასი პედაგოგებმა: თამარ მიქავამ, ნინო გოგოლაძემ, ელენე გოლოშვილმა, მაია სინაურიძემ და ლია კვირიკაძემ. მეხუთე და მეექვსე კლასის მასწავლებლებმა: ეკა დევიძემ, ნათია საღრიშვილმა, ზეინაბ ფოფხაძემ, ხათუნა ჯანელიძე, რუსუდან ქუთათელაძემ, ქეთევან სვინტრაძემ და ირმა თევდორაძემ. გაკვეთილების თემა იყო G-Pried-ის ტექსტები. პირველი და ეორე კლასების თემა იყო „ბელა და ბლის ხე“, მესამე და მეოთხე კლასების „კუდიანი ვარსკვლავისა და პატარა ბიჭის ამბავი“ , ხოლო მეხუთე და მეექვსე კლასების „უსამრთლო შირვან-შაჰი“.
      მასწავლებლებმა განიხილეს,თუ როგორ დაგეგმეს გაკვეთილები ფაზების მიხედვით. რა აქტივობები დაგეგმეს და როგორ გაიარეს დაგეგმვის ეტაპები.
  ერთობლივად დაგეგმილი და ჩატერებული გაკვეთილები ძალინა ეფექტური იყო, როგორც მოსწავლეებზე ორიენტირებული მიზნების მიღწევისთვის, ასევე მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის. ჩვენ ერთობლივად მუშაობისა და გაკვეთილების დაგეგმვის დიდი გამოცდილება გვაქვს და ამიტომ ამ ძეხვედრამ ძალიან ეფექტურად ჩაიარა. მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ერთობლივად მუშაობასა და თანამშრომლობას.