I -4 კლასში ( მასწავლებელი - მადონა დოღონაძე) წიგნის საჯაროდ კითხვა კვლავ გრძელდება,რაც პატარებს დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. დღეს სტუმრად X კლასის მოსწავლე ერეკლე მიქაძე იყო. ერეკლე კონკურსის „აწ ენა მინდა გამოთქმად“ გამარჯვებულია.მისმა ხმის ტემბრმა და გამომსახველობითმა კითხვამ პატარები მონუსხა და სულგანაბულები უსმენდნენ. ერეკლემ პატარებს ბევრი საინტერესო მოთხრობა წაუკითხა, შემდეგ კი წაკითხულის შესახებ იმსჯელეს.
საინტერესო მოთხრობები პატარებს ასევე მარიამის დედიკომ წაუკითხა. ქალბატონი თეონა ასევე ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარია. ბოლოს კი პატარებს წაკითხულის შესახებ თავიანთი აზრი გამოათქმევინა.
I-2 კლასის მოსწავლეებს (მასწავლებელი - ქეთევან ცომაია) საინტერესო მოთხრობები წაუკითხეს მშობელმა თამარ გვანცელაძემ და უფროსკლასელმა ნია კვანტალიანმა
26 თებერვალს მასწავლებელმა წაიკითხა ნ.დუმბაძის მოთხრობა „ძაღლი“
29 თებერვალს მშობელმა წაიკითხა საინფორმაციო ტექსტი „რა არის არქეოლოგია“
1 მარტს უფროსკლასელმა წაიკითხა მოთხრობა „ბურთი, რომელსაც ბიჭი დაეკარგა“- გ.ყიფიანი
5/3 კლასის მოსწავლეებს კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მასწავლებელმა თავისი საყვარელი მწერლის მოთხრობები წაუკითხა.
სსიპ ქალაქ ქუთაისის #31 საჯარო სკოლის IV-2 კლასის მასწავლებელმა ლია კვირიკაძემ კლასში აღნიშნა „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“. საინტერესო მოთხრობები წაუკითხეს,მშობელმა, უფროსკლასელებმა და თავად ლია მასწავლებელმა.
სსიპ ქალაქ ქუთაისის #31 საჯარო სკოლაში გრძელდება „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი“ მიძღვნილი აქტივობები. მე-11 კლასის მოსწავლეებმა მარიამ ლომიძემ, მარიამ გიორგაძემ და მარიამ ნაკოევმა მეექვსეკლასელებს თავიანთი ინტერესის გათვალისწინებით მოთხრობები წაუკითხეს.
სსიპ ქალაქ ქუთაისის #31 საჯარო სკოლაში 2016 წლის 24 თებერვალს აღინიშნა „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“. G-Pried- ის ფარგლებში IV-3 კლასში ( მასწავლებელი- მაია სინაურიძე) განხორციელდა აქტივობა „უფროსკლასელები უკითხავენ უმცროსკლასელებს“ . უფროსკლასელებმა წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობები.